კომპანია „შევარდენი“ ფუნქციონირებს 2008 წლიდან. მას გააჩნია დიდი სასაწყობო მეურნეობა, საიდანაც ხდება საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
კომპანია რეალიზაციას უკეთებს პარფუმერიასა და კოსმეტიკას. „შევარდენი“ თანამედროვე სტილით მომუშავე კომპანიაა, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები ისეთ ფირმებთან როგორიცაა: კოსმეტიკური გაერთიანება „სვობოდა“, „კრასნაია ლინია“, „აისტი“, „ფიტო კოსმეტიკა“, კომპანია „ნმჟკ“ და „კლივენი”
კომპანიას აქვს სავაჭრო წარმომადგენლობა ქ. ქუთაისში „შევარდენი“ ფლობს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლის მეშვეობითაც პროდუქციით ამარაგებს სავაჭრო ქსელს მთელ საქართველოში.
„შევარდენი“ იმ ქართულ კომპანიანთაგანია, რომელიც გამოირჩევა სტაბილურობით ქართულ ბაზარზე.

 

 

განცხადება

შპს „შევარდენის“ ს.ნ 202263255 პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ

გიწვევთ, შპს „შევარდენის“ (ს.ნ 202263255 იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, დიღმის მასივი, კვ. III , კორ. 7, ბ. 18) პარტნიორთა რიგგარეშე კრებაზე, რომელიც გაიმართება 2023 წლის 20 მარტს თვრამეტ საათზე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ც.დადიანის N7, ოფისი N C 315.

პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის წესები განისაზღვრება წესდებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კრება უფლებაუნარიანია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ესწრებიან პარტნიორები რომელთაც 50%-ზე მეტი ხმის უფლება გააჩნიათ, კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

დღის წესრიგი:

  1. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება (გამოწვევა).
  2. დირექტორის/დირექტორების დანიშვნა
  3. დირექტორთან/დირექტორებთან სასამსახურო ხელშეკრულების დადება
  4. კომპანიის „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონთან“ შესაბამისობაში მოყვანა

 

მოქმედი დირექტორის მიერ კრების მოუწვევლობის გამო კრების მოწვევას ახორციელებენ შპს „შევარდენის“ პარტნიორები:

 

ქეთევან ციმაკურიძე, 01006000816,  25% წილის მესაკუთრე

 

ჯემალ ბეჟანიშვილი, 01006007944, 25% წილის მესაკუთრე

 

გიორგი ჭყონია, 26001000186, 25% წილის მესაკუთრე

 

განცხადების ვორდის დოკუმენტი